წესები და პირობები
წესები და პირობები მომხმარებლებისთვის
საიტზე რეგისტრაცია, თქვენი პროფილი, ინფორმაციის კონფიდენციალურობა
საიტზე დარეგისტრირებითა და შეკვეთის განხორციელებით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით საიტის წესებსა და პირობებს. რეგისტრაციით თქვენ ქმნით საკუთარ პროფილს, ირჩევთ პაროლსა და ელ.ფოსტას მის სამართავად და უთითებთ საკონტაქტო ნომერს ტრანსპორტირების განსახორციელებლად. ინფორმაციის კონფიდენციალურობა დაცულია bukinistebi.ge-ის მიერ.
პროდუქციის აღწერილობა
bukinistebi.ge-ზე პროდუქციის შეძენამდე გთხოვთ დეტალურად გადახედოთ პროდუქტის შესახებ ინფორმაციას/დახასიათებას, სპეციფიკაციებსა და ფასებს.
ფასები
ვებგვერდზე მოცემული პროდუქტის ფასი მოცემულია ლარებში. ფასები შესაძლოა შეიცვალოს ნებისმიერ დროს ადმინისტრაციის მიერ.
შეკვეთა
შეკვეთის დაფიქსირების შემდეგ, თქვენ მიიღებთ ავტომატურ დადასტურებას ვებსაიტზევე. შეკვეთის გაფორმების შემდეგ ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ და გადაამოწმებს შეკვეთას, ამის შემდეგ მოხდება ტრანსპორტირება. მიწოდება შესაძლებელია მთელი საქართველოს მასშტაბით.
მიწოდების დეტალები
მიწოდება ხდება პროდუქციის შეძენიდან მაქსიმუმ 3 დღეში თბილისში და მაქსიმუმ 1 კვირაში რეგიონებში.
პროდუქციის შეკვეთის გაუქმება
bukinistebi.ge ვალდებულია მომხმარებლის მიერ გადახდილი თანხა დააბრუნოს იმ შემთხვევაში თუ:
ა) თანხის გადახდიდან მაქსიმუმ 5 დღის განმავლობაში მომხმარებელს არ მიეწოდა მის მიერ შეძენილი პროდუქტი;
ბ) მიწოდებული პროდუქტი არ ემთხვევა შეძენილს;
გ) პროდუქტი დაზიანებულია;
* დაბრუნების პირობები მოქმედებს კურიერის თანდასწრებით აღმოჩენილი დაზიანებების შემთხვევაში.
თუ მომხმარებელმა შეძენის მომენტში შეცდომით მიუთითა სასურველი პროოდუქტი, bukinistebi.ge თანახმაა, გადაცვალოს შეძენილი პროდუქტი იმ შემთხვევაში თუ:
ა) მომხმარებელი საკუთარი ხარჯით გადაიხდის პროდუქციის ხელმეორედ ტრანსპორტირების საფასურს,
ბ) ხელახლა მოთხოვნილი პროდუქტის ფაქტიური ნაშთი ფიქსირდება bukinistebi.ge-ს ონლაინმაღაზიაში.
გ) იმ შემთხვევაში თუ ხელახლა მოთხოვნილი პროდუქტის ფაქტიური ნაშთი არ იძებნება bukinistebi.ge -ის ონლაინმაღაზიაში, მაშინ მომხმარებელს უნარჩუნდება გადახდილი თანხის ლიმიტი და ეძლევა შესაძლებლობა შეიძინოს სხვა სასურველი პროდუქცია გადახდილი თანხის ლიმიტის ფარგლებში.
საკონტაქტო ინფორმაცია
bukinistebi.ge არის ი.მ. პაატა შამუგიას მფლობელობაში, ის ონლაინ პროექტია და მას ფიზიკური მისამართი არ აქვს.თუმცა ნებისმიერ კითხვაზე პასუხის გასაცემად 24 საათის განმავლობაში ღიაა bukinistebishop@gmail.com, ასევე სოციალური ქსელები, რომელიც საიტის footer-ში არის მოცემული.
კონფიდენციალურობის პოლიტიკა:
bukinistebi.ge იცავს მყიდველის პირად ინფორმაციას და არ გადასცემს მესამე პირს მყიდველის თანხმობის გარეშე.
Google-ის მომხმარებლის მონაცემთა პოლიტიკა
წვდომა მონაცემებზე: როდესაც ჩვენს ვებსაიტზე (bukinistebi.ge) იყენებთ „Google-ით შესვლას", ჩვენ ვიღებთ წვდომას მხოლოდ თქვენს საბაზისო პროფილის ინფორმაციაზე — კერძოდ, თქვენს სახელზე, ელექტრონული ფოსტის მისამართზე და პროფილის სურათის URL-ზე. ჩვენ არ ვიღებთ და არ ვითხოვთ წვდომას რაიმე სენსიტიურ ან შეზღუდულ მონაცემებზე.
მონაცემთა გამოყენება: ამ ინფორმაციას ვიყენებთ ექსკლუზიურად თქვენი მომხმარებლის ანგარიშის შესაქმნელად, პროფილის მართვისთვის და შესვლისას თქვენი ვინაობის დასადასტურებლად. ელექტრონული ფოსტის მისამართი გამოიყენება თქვენი, როგორც უნიკალური მომხმარებლის, იდენტიფიკაციისთვის და თქვენს ანგარიშთან ან შეკვეთებთან დაკავშირებული სატრანზაქციო შეტყობინებების გასაგზავნად.
მონაცემთა შენახვა და გაზიარება: ამ საბაზისო ინფორმაციას უსაფრთხოდ ვინახავთ ჩვენს მონაცემთა ბაზაში თქვენი ანგარიშის შესანარჩუნებლად. ჩვენ არ ვაზიარებთ, არ ვყიდით და არ ვამჟღავნებთ თქვენს Google-ის მომხმარებლის მონაცემებს რაიმე მესამე მხარის სერვისებისთვის ან გარე აპლიკაციებისთვის.