ცნობიერების უშუალო მონაცემები
Main Photo
Additional Photo
Additional Photo

Not rated yet

1 2 3 4 5

Our Partners

ცნობიერების უშუალო მონაცემები

Author: ანრი ბერგსონი

15 GEL

🚚 მიწოდება

თბილისი: 5 ლარი / 2 სამუშაო დღე

რეგიონი: 7 ლარი / 3-5 სამუშაო დღე

Description

ეს წიგნი XX საუკუნის ევროპული ინტელექტუალიზმის ორ ჭეშმარიტ კორიფესთან შეხვედრის სიხარულს ჰპირდება განათლებულ მკითხველს. ქართულ ენაზე პირველად ქვეყნდება დიდი ფრანგი მოაზროვნის, თანამედროვე ინტუიტივიზმის ფუძემდებლის, ნობელის პრემიის ლაურეატის ანრი ბერგსონის (1859-1941) ერთ-ერთი შედევრი "ცნობიერების უშუალო მონაცემები", რომელსაც წინასიტყვაობის სახით ერთვის _ სახელგანთქმული რუსი ფილოსოფოსი- იდეალისტის ნიკოლოზ ლოსკის (1870-1965) გამოკვლევა "ბერგსონის ინტუიტური ფილოსოფია", სადაც მოკლედ, მაგრამ იშვიათი სიზუსტითა და საგნის ამომწურავი ცოდნით მიმოხილულია ბერგსონის მოძღვრების საკვანძო მომენტები.