კასანდრა
Main Photo
Additional Photo

ჯერ არაა რეიტინგი

1 2 3 4 5

ჩვენი პარტნიორები

კასანდრა

ავტორი: კრისტა ვოლფი

9.00 ლარი

🚚 მიწოდება

თბილისი: 5 ლარი / 2 სამუშაო დღე

რეგიონი: 7 ლარი / 3-5 სამუშაო დღე

აღწერა

მსოფლიო ლიტერატურაში კასანდრა ერთ-ერთი პირველი ქალია, რომელსაც ეყო სიმამაცე, მთელი თავისი შინაგანი ძალა მიემართა ომის, ნგრევისა და ხოცვა-ჟლეტის წინააღმდეგ. „…ხილვებს, რომლებიც მას ეუფლება, არაფერი აქვს საერთო ორაკულის ნაქადაგართან. იგი „ხედავს“ მომავალს, რადგან ჰყოფნის გამბედაობა, სწორად შეაფასოს თავისი თანადროული მოვლენები…“, – წერს კრისტა ვოლფი. კრისტა ვოლფის რომანში არ არის პირდაპირი მოწოდებები, იგი არ იძლევა კაცობრიობის.გადარჩენის რეცეპტებს, მაგრამ მითის უნივერსალური ენით აფრთხილებს მოსალოდნელი.საშიშროების წინაშე მდგარ საზოგადოებას. ცნობილი გერმანელი მწერალი კრისტა ვოლფი (1929-2011 წწ) მრავალი პრესტიჟული ლიტერატურული პრემიის, მათ შორის, თომას მანის პრემიის ლაურეატია; განათლებით იგი არც კლასიკური ფილოლოგიის სპეციალისტი იყო და არც ძველი მსოფლიოს ისტორიისა, მაგრამ ტროელ ნათელმხილველ კასანდრაზე ჩაფიქრებული ნაწარმოების ხორცშესასხმელად საბერძნეთში გაემგზავრა, სადაც ინტერესით გაეცნო კრეტა-მიკენის კულტურის ძეგლებს, შეისწავლა მითოლოგია და არქეოლოგია. კრისტა ვოლფმა მითიური სიუჟეტი მხატვრულად გადაამუშავა და კასანდრას სახე მითიდან სოციალურ-ისტორიულ კოორდინატებზე გადმოიტანა.

მსგავს კატეგორიაში

ჯინსების თაობა

ჯინსების თაობა

დათო ტურაშვილი

12.00 მარაგშია

შავი თმა, ცისფერი თვალები

შავი თმა, ცისფერი...

მარგერიტ დიურასი

9.00 მარაგშია 5 ცალი

დავით აღმაშენებელი (სრული რვატომეული)

დავით აღმაშენებელი...

კონსტანტინე გამსახურდია

80.00 მარაგშია

ჯეინ ეარი

ჯეინ ეარი

შარლოტა ბრონტე

9.00 მარაგშია