იყო ერთი გოგო / ზღაპრები
ავტორი: ავტორთა ჯგუფი
🚚 მიწოდება
თბილისი: 5 ლარი / 2 სამუშაო დღე
რეგიონი: 7 ლარი / 3-5 სამუშაო დღე
აღწერა
ზღაპარი სამყაროს პირველადი შეცნობის მნიშვნელოვანი საშუალებაა. სწორედ ზღაპრების დახმარებით ვსწავლობთ სიკეთესა და ბოროტებას, სამართლიანობასა და უსამართლობას, სიყვარულსა და სიძულვილს შორის განსხვავებას, თანაგრძნობასა და გამბედაობას. ისინი გვაქცევენ გმირებად, რომლებიც მუდმივად სიმართლის სადარაჯოზე დგანან და ბოროტებას ამარცხებენ.
ადამიანის ღირებულებათა სისტემის ჩამოყალიბება ადრეულ ასაკში იწყება, ამიტომ მნიშვნელოვანია, გოგოებსა და ვაჟებს, ზღაპრებისა თუ სხვა მხატვრული ხერხების გამოყენებით, კარგისა და ცუდის არსი ვასწავლოთ და მისაბაძი მაგალითები გმირების სახით ვუჩვენოთ.
ეს წიგნი ზღაპრების გმირებად წარმოგიდგენთ ქალებს, რომელთაგან ზოგიერთი ქართული ისტორიული წყაროებიდანაა კარგად ცნობილი, ზოგი – ნაკლებად, ზოგის შესახებ კი მხოლოდ თქმულებები შემოგვრჩა. ზღაპრები მათ სიმამაცეს, მიზანდასახულობას, სიბრძნესა და კეთილშო- ბილებას, სამართლიანობასა და მეგობრობას წარმოაჩენს.
გაეროს ქალთა ორგანიზაცია ამ წიგნს ყველა იმ ბავშვს უძღვნის, ვინც შთაგონებას ეძებს.
ერიკა კვაპილოვა
გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში