იოანე მინჩხის პოეზია
Main Photo
Additional Photo
Additional Photo
Additional Photo

ჯერ არაა რეიტინგი

1 2 3 4 5

ჩვენი პარტნიორები

იოანე მინჩხის პოეზია

ავტორი: იოანე მინჩხი

25.00 ლარი

🚚 მიწოდება

თბილისი: 5 ლარი / 2 სამუშაო დღე

რეგიონი: 7 ლარი / 3-5 სამუშაო დღე

აღწერა

ნაშრომი მიზნად ისახავს X საუკუნის გამოჩენილი ქართველი პოეტის იოანე მინჩხის შემოქმედების მონოგრაფიულ განხილვასა და მისი მემკვიდრეობის მეცნიერულ-კრიტიკულ გამოცემას. იოანე მინჩხის პოეტურ თხზულებებს, რომელთა უდიდესი ნაწილი ახლადაა გამოვლენილი და პირველად ქვეყნდება, საფუძვლად უდევს გიორგი მთაწმიდლის ავტოგრაფულ ხელნაწერში (Paris, georg. 5) დაცული ტექსტები. ამასთანავე, გამოცემაში გათვალისწინებულია იოანე მინჩხის თხზულებების შემცველი ყველა ძირითადი ხელნაწერი. გამოკვლევა ეძღვნება იოანე მინჩხის შემოქმედების მრავალმხრივ ანალიზს: შესწავლილია მინჩხის პოეტური ქმნილებების შემცველი მრავალი ხელნაწერი; გამოვლენილია პოეტის ადრევე ცნობილი თხზულებების ახალი ასპექტები; საგანგებოდ და მრავალმხრივ არის შესწავლილი იოანე მინჩხის აქამდე უცნობი მემკვიდრეობა, რომელიც შეუდარებლად ზრდის მის მნიშვნელობას ქართული ლიტერატურის ისტორიისათვის; ნაჩვენებია მისი დიდი წვლილი „ტრიოდიონის“ ქართული რედაქციის ფორმირებაში, შესწავლილია მინჩხის მიერ შემოღებული ორიგინალური რიტმულ-მელოდიური საზომები, მისი პოეზიისათვის დამახასიათებელი მხატვრული თავისებურებები, და ბოლოს, მინჩხის შემოქმედების გავლენა შემდგომდროინდელ ქართულ პოეზიაზე. ნაშრომში იოანე მინჩხის შემოქ- მედება შეფასებულია ბიზანტიური ჰიმნოგრაფიის კვლევის თვალსაზრისითაც.

მსგავს კატეგორიაში

სრული ერთტომეული

სრული ერთტომეული

ვალერიან გაფრინდაშვილი

11.50 მარაგშია

ქართული ხალხური პოეზიის ნიმუშები

ქართული ხალხური პო...

გიორგი ალიბეგაშვილი

10.00 მარაგშია

ფილოსოფიური მოთხრობები

ფილოსოფიური მოთხრო...

ვოლტერი

15.00 მარაგშია

ტრიქსტერი და სიმულაკრი

ტრიქსტერი და სიმულ...

ხათუნა თავდგირიძე

15.00 მარაგშია