„ბაბუაჩემი ყველაზე უკეთ ცეკვავდა“ აერთიანებს მცირე ზომის 12 მოთხრობას, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებული ხუთი ოჯახის ისტორიას გვიამბობენ. მოქმედება ხან 1920-იანი წლების ხარკოვში ხდება, ხან 21-ე საუკუნის დონბასში, ავტორი გვერდს არ უვლის არც მეორე მსოფლიო ომის ტრავმებს, და არც ჰოლოდომორის ტრაგედიას, ოღონდ ამ ყველაფერს ახერხებს ცალკეული ადამიანებისა და მათი ოჯახების ისტორიების გადმოცემის გზით.