📜 ბუკინისტური აუქციონის წესები და პირობები

წინამდებარე ხელშეკრულება განსაზღვრავს bukinistebi.ge-ს მეშვებოთ ონლაინ აუქციონში მონაწილეობასთან დაკავშირებულ სავალდებულო პროცედურულ რეგულაციებს, წესებსა და პირობებს.

ნებისმიერ დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რომელსაც სურს აუქციონის გზით გაასხვისოს ან/და შეიძინოს ქონება, უფლება აქვს ვებგვერდზე bukinistebi.ge განათავსოს აღნიშნული ქონების სურათები (სასურველია ვიდეოც) ელფოსტაზე: info@bukinistebi.ge, რისთვისაც უნდა გაეცნოს და დაეთანხმოს წინამდებარე ელექტრონული ხელშეკრულების პირობებს.

მასალების ელფოსტაზე გამოგზავნის შემდეგ, თქვენ ავტომატურად მოექცევით წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების ფარგლებში, რაც ნიშნავს იმას, რომ თქვენ განაცხადეთ თანხმობა იმაზე, რომ ხელშეკრულების მოქმედება გავრცელდეს თქვენზე.

წინამდებარე ხელშეკრულების მხარეებს წარმოადგენენ: bukinistebi.ge-ს დამფუძნებელი ი/მ პაატა შამუგია (შემდგომში – კომპანია) და ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირი (შემდგომში – პირი), რომელსაც სურს ქონების გასხვისება ამ ვებგვერდის მეშვეობით და ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირი (შემდგომში – მომხმარებელი), რომელსაც სურს ქონების შეძენა ამ ვებგვერდის მეშვეობით.

შესაბამის ფანჯარაში არსებული რეგისტრაციის ღილაკზე ხელის დაჭერით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით და დაეთანხმეთ წინამდებარე ელექტრონულ ხელშეკრულებას.

რეგისტრაცია

1.1. წინამდებარე ხელშეკრულება, ვებგვერდზე შესაბამისი ინფორმაციის განთავსების (შესაბამისი ველების შევსების) შედეგად, შესაძლებლობას აძლევს დაინტერესებულ პირს, გაასხვისოს ან/და შეიძინოს ქონება (იშვიათი წიგნი, უნიკალური, ვინტაჟური ნივთი ან ღირებული ხელნაწერი) ონლაინ აუქციონის მეშვეობით.

1.2. ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებების გამოყენების მიზნებისთვის, გასასხვისებელი ქონება უნდა იყოს პირის საკუთრება ან აღნიშნულ პირს უნდა გააჩნდეს ქონების განკარგვის კანონიერი უფლებამოსილება. პირმა თავად უნდა დაამტკიცოს საკუთრების ან/და განკარგვის უფლებამოსილების ნამდვილობა.

1.3. პირი ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია/ავტორიზაცია ვებგვერდზე კომპანიის მიერ დამტკიცებული წესებისა და პირობების შესაბამისად.

1.4. ვებგვერდზე რეგისტრაცია შეუძლია როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირს. ონლაინ აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლია მხოლოდ ქმედუნარიან ფიზიკურ პირს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად.

ქონების გასხვისებაზე განაცხადის გამოგზავნა

1.5. დაინტერესებული პირი თავად ახორციელებს განსაკარგი ქონების შესახებ ინფორმაციის ვებგვერდზე ატვირთვას. არასრულად შევსების შემთხვევაში განაცხადი ვერ აიტვირთება.

1.6. ატვირთული მასალა არ უნდა შეიცავდეს შეურაცხმყოფელ, პოლიტიკურ, რელიგიურ ან სარეკლამო შინაარსს და არ უნდა არღვევდეს მესამე პირების საავტორო უფლებებს.

1.7. ურთიერთობა პირსა და აუქციონში გამარჯვებულ მომხმარებელს შორის რეგულირდება კომპანიის მონაწილეობით. გამარჯვებულს თანხის გადახდა შეუძლია პირდაპირ საიტიდან.

პირი ერთპიროვნულად არის პასუხისმგებელი მის მიერ განთავსებული ინფორმაციის უტყუარობაზე.

მომსახურების საფასური და ანგარიშსწორება

1.9. კომპანიის მომსახურების საფასური შეადგენს აუქციონზე რეალიზებული პროდუქციის ღირებულების 30%-ს. დარჩენილი თანხა გადაეცემა აუქციონის გამარჯვებულ პირს.

ონლაინ აუქციონში მონაწილეობა

2.1. ონლაინ აუქციონში მონაწილეობისათვის აუცილებელია რეგისტრაცია.

2.2. მომხმარებელი იხდის სიმბოლურ 1 ლარს ბიჯების გაკეთების უფლების მისაღებად.

2.3. მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდული არ არის. ბიჯის გაკეთება შესაძლებელია ანონიმურად.

2.4. ბიჯი ყოველთვის უნდა აღემატებოდეს მიმდინარე ფასს. მინ/მაქს ბიჯის არსებობის შემთხვევაში, უნდა დაემთხვეს მითითებულ ფარგლებს.

2.5. გამარჯვებულია მომხმარებელი არის ის, რომელმაც ბოლო და ყველაზე მაღალი ბიჯი დააფიქსირა.

2.6. აუქციონის დასრულების შემდეგ გამარჯვებულს ეგზავნება შეტყობინება გადასახდელი თანხის შესახებ.

2.7. საბოლოო ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს 3 სამუშაო დღის განმავლობაში. ვადის დარღვევის შემთხვევაში აუქციონის შედეგები უქმდება და მომხმარებელს ეკისრება მის მიერ გაკეთებული ბოლო ბიჯის 10%-იანი პირგასამტეხლო.

2.8. ტექნიკური ხარვეზის შემთხვევაში კომპანიას უფლება აქვს გაახანგრძლივოს აუქციონის ვადა.

მხარეთა პასუხისმგებლობა

4.1. ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მხარეს ეკისრება ზიანის ანაზღაურება.

4.2. კომპანია არ აგებს პასუხს ქონების კანონიერებაზე.

4.3. კომპანია არ აგებს პასუხს საიტის დროებით შეფერხებაზე.

კონფიდენციალობის პოლიტიკა

6.1. მომხმარებლის პერსონალური მონაცემები მუშავდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

6.2. მომხმარებელს აქვს უფლება მოითხოვოს მისი მონაცემების გასწორება, განახლება ან წაშლა.

6.3. ვებგვერდი იყენებს Cookies-ს მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.