Author: მაია მანია
17.00 GEL
🚚 მიწოდება
თბილისი: 5 ლარი / 2 სამუშაო დღე
რეგიონი: 7 ლარი / 3-5 სამუშაო დღე
ნაშრომი ეძღვნება თბილისის ობსერვატორიის დაარსების ისტორიას, მისი განვითარების ეტაპებს. იგი მიზნად ისახავს თბილისის საობსერვატორიო ნაგებობათა, პირველ ყოვლისა, ე.წ. კუკიის ობსერვატორიის არქიტექტურისა და მშენებლობის ძირითადი ეტაპების, ასევე მათი ევროპული პროტოტიპების და უკანასკნელთა არქაული წინასახის საკითხის განხილვას ნაშრომში წარმოჩენილია თბილისის ობსერვატორიის დამაარსებელთა და აღმშენებელთა, კერძოდ, კი ევროპელი მეცნიერების, არქიტექტორების და ინჟინრების უდიდესი ღვაწლი, აგრეთვე ქართველ გეოფიზიკოსთა უმნიშვნელოვანესი როლი ამ დარგის შემდგომ აღორძინებაში. ნაშრომში საუბარია ასევე თბილისის უძველეს, შაჰისტახტის ობსერვატორიასა და მის სავარაუდო დათარიღებაზე.
ასევე უცნობი საარქივო მასალისა და ახალი წყაროების გამოვლენით ნაშრომი საგრძნობლად აფართოებს ჩვენს ცოდნას თბილისში მოღვაწე გერმანელ თუ, საზოგადოდ, უცხოელი მეცნიერების და ხუროთმოძღვრების დამსახურების შესახებ.
ნაშრომი განკუთვნილია როგორც სპეციალისტთა ფართო წრის, ასევე თბილისის და კავკასიის ისტორიით დაინტერესებულ პირთათვის.