This book is out of stock. You can use the order
feature
🚚 მიწოდება
თბილისი: 5 ლარი / 2 სამუშაო დღე
რეგიონი: 7 ლარი / 3-5 სამუშაო დღე
Description
ჰოვანეს მანუკიანი, სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში:
ორი მეზობელი ერის - სომხებისა და ქართველების მეგობრობას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ამის ნათელი დასტურია სომეხ და ქართველ მოღვაწეთა ძირძველი, მჭიდრო თანამშრომლობა; თბილისის ქუჩები, რომლებიც ყოველი სომხისთვის ძვირფასი საიათნოვას, ხაჩატურ აბოვიანის, გაბრიელ სუნდუკიანის, ჰოვანეს თუმანიანის სახელობისაა; თბილისის ძველ უბნებში ახლახან გახსნილი საიათნოვას მემორიალი, სერგო ფარაჯანოვის ძეგლი...
თბილისური კვალი ამჩნევია ჩვენს ლიტერატურასა და თეატრს, საერთოდ, მხატვრულ აზროვნებას, თუმცა, ამასთან ერთად სრულიად უნიკალური მოვლენაა თბილისში სხვადასხვა დროს მოღვაწე გამოჩენილ სომეხ მხატვართა შემოქმედება - მკვლევართა მიერ განსაკუთრებულ ფენომენად აღიარებული ფერწერის ე.წ. თბილისური სკოლა.