შარდენის მოგზაურობა
Author: ჟან შარდენი
🚚 მიწოდება
თბილისი: 6 ლარი / 2 სამუშაო დღე
რეგიონი: 9 ლარი / 3-5 სამუშაო დღე
Description
მეორე, შევსებული და გადამუშავებული გამოცემა. Deuxième édition, modifié et étendu.
წინამდებარე ნაშრომი მიზნად ისახავს ქართველ მკითხველს გააცნოს XVII საუკუნის ცნობილი ფრანგი მოგზაურის ჟან შარდენის ცნობები საქართველოს შესახებ, რომლებიც ამოკრეფილია მისი ვრცელი თხზულებიდან „მოგზაურობა სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში“.
შარდენის თხზულება წარმოადგენს XVII საუკუნის საქართველოს ის- ტორიის უმნიშვნელოვანეს წყაროს. იგი გამოირჩევა საქართველოს შესახებ ცნობების სიმდიდრითა და მრავალმხრივობით. ასახავს ამ დროს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ, სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურულ ვითარებას; იძლევა არაერთი საკითხის დადგენის, შევსებისა და ახლებურად გაშუქების შესაძლებლობას. შარდენისეული ცნობები მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ ავტორი აღწერილი ამბების თვითმხილველია და ამდენად, მის მიერ გადმოცემული მოვლენები ავტორის უშუალო დაკვირვების შედეგს წარმოადგენს.