Author: მიხეილ სვანიძე
15.00 GEL
🚚 მიწოდება
თბილისი: 5 ლარი / 2 სამუშაო დღე
რეგიონი: 7 ლარი / 3-5 სამუშაო დღე
მონოგრაფიაში აღმოსავლური და ევროპული წყაროების საფუძველზე გამოკვლეულია XVI—XVII ს-ში საქართველო-ოსმალეთის ურთიერთობის ძირითადი ფორმები, ოსმალთა ლაშქრობანი საქართველოში, ქართველი ხალხის ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის; შესწავლილია. ოსმალეთთან დიპლომატიური და სამშვიდობო მოლაპარაკებანი, სტამბოლში ქართეელთა ელჩობანი, დადებული ზავის პირობები და მათი შედეგები საქართველოსათვის.
წიგნში ნაჩვენებია ოსმალეთის მიერ სამცხე-საათაბაგოს თანდათანობითი დაპყრობა, აქ ახალციხის (ჩილდირის) საფაშოს დაარსება და საათაბაგოს გაუქმება. შესწავლილია ახალციხის საფაშოს სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობა და პოლიტიკური ორგანიზაცია. გამოვლენილია ამ მხარისათვის დამახასიათებელი თავისებურებანი.
საქართველო-ოსმალეთის ურთიერთობა განხილულია მახლობელი აღმოსავლეთის საერთაშორისო მდგომარეობის ფონზე. ამასთან ერთად ხაზგასმულია, თუ რაოდენ მწვავედ იდგა „გურჯისტანის საკითხი“ XVI—XVII სს-ის ოსმალეთ-ირანის ომებისა თუ დიპლომატიური მოლაპარაკებების დროს.