კარლ კაუცკი მარქსიზმის კლასიკოსი იყო და მისი ხედვაცა და ანალიზიც ევროპული მარქსიზმის სტანდარტებს არ სცილდებოდა. მას შეიძლება დავეთანხმოთ ან არ დავეთანხმოთ, მაგრამ ერთი რამ ეჭვს არ ბადებს: მისი ნაშრომი პირველი ქართული რესპუბლიკის მიმართ დიდი სიმპათიითა და თანაგრძნობითაა გამსჭვალული. ქართული ექსპერიმენტი, „ქართული სამოთხე“ მისთვის სამაგალითოა და მისი წარმატებანი თუ წარუმატებლობა მომავალი ევროპული სოციალიზმისათვის დიდი გამოცდილების წყაროა. -- პროფესორი დიმიტრი შველიძე
--
წიგნი სამენოვანია: ქართული, გერმანული, ინგლისური