სამკურნალო წიგნი კარაბადინი
Main Photo
Additional Photo
Additional Photo
Additional Photo

Not rated yet

1 2 3 4 5

Our Partners

სამკურნალო წიგნი კარაბადინი

Author: ზაზა ფანასკერტელი-ციციშვილი

20.00 GEL

🚚 მიწოდება

თბილისი: 5 ლარი / 2 სამუშაო დღე

რეგიონი: 7 ლარი / 3-5 სამუშაო დღე

Description

"სამკურნალო წიგნი კარაბადინის" წინამდებარე ორტომეული, მისი ავტორის, ზ. ფანასკერტელი-ციციშვილის, დაბადების 550 წლის საიუბილეო თარიღისადმია მიძღვნილი, ის მესამე გამოცემაა, პირველად, 1950, 1959 წლებში იქნა გამოცემული (ცალკე ტომებად), მეორედ 1978 წ. (ერთ ტომად). I ტომში მოცემულია მედიცინის ზოგადი საკითხები: ჰიგიენა, დაავადებათა გამოკვლევისა და დიაგნოსტიკის მეთოდები, სამკურნალო საშუალებათა ძირითადი ფორმები, მათი გამოყენებისა და ტექნოლოგიის პროცესები. II ტომი კერძო ნაწილია აქ განხილულია პათოლოგიისა და თერაპიის ძირითადი საკითხები, ცალკეულ ორგანოთა დაავადებები და მათი ნიშნები, ვრცლადაა გადმოცემული მკურნალობის მეთოდები, სამკურნალწამლო საშუალებათა სხვადასხვა ფორმები. იგი მოიცავს მედიცინის თითქმის ყველა დარგს და ცალკეული ორგანოს დაავადებათა აღწერასა და მკურნალობას, ცხადია იმ ფარგლებში, როგორც შესაძლებელი იყო მეცნიერების განვითარების იმ ეტაპზე. გარდა შინაარსობრივი ანალიზისა და გამოკვლევებისა ტექსტს თან ერთვის: სარჩევ-საძიებელი, საგნობრივი, დაავადებათა და პირთა საძიებლები, შენიშვნები და ლექსიკონი.