Author: გივი გაჩეჩილაძე
20.00 GEL
🚚 მიწოდება
თბილისი: 5 ლარი / 2 სამუშაო დღე
რეგიონი: 7 ლარი / 3-5 სამუშაო დღე
კრებულში შეტანილია პოეზიის ცნობილი მთარგმნელის გივი გაჩეჩილაძის (1914-1974) მიერ შესრულებული ბრიტანელი, ამერიკელი, რუსი, გერმანელი, ფრანგი, რომაელი პოეტების ლექსების რჩეული თარგმანები, რომლებიც ქვეყნდებოდა 1930-1960-იან წლებში.
პირველად ქვეყნდება გივი გაჩეჩილაძის მიერ 1929-1949 წლებში დაწერილი ლექსები, რომელთა უმრავლესობა დღემდე არსებობდა ერთადერთი ხელნაწერის სახით (ადრე გამოქვეყნდა მხოლოდ რამდენიმე მათგანი).
კრებულს ერთვის ბიოგრაფიული ნარკვევი „გარდასულ დღეთა, კაცისა და პოეტის გამო“, რომელშიც ჩართულია ადრე გამოუქვეყნებელი ფოტომასალა.
კრებული შეადგინა, შენიშვნები და ბიოგრაფიული ნარკვევი დაურთო რევაზ გაჩეჩილაძემ