მაიაკოვსკის თეატრი
Main Photo

Not rated yet

1 2 3 4 5

Our Partners

მაიაკოვსკის თეატრი

Author: ცოტნე ცხვედიანი

7 GEL

🚚 მიწოდება

თბილისი: 5 ლარი / 2 სამუშაო დღე

რეგიონი: 7 ლარი / 3-5 სამუშაო დღე

Description

„მაიაკოვსკის თეატრი“ – რომანის მთავარი გმირი, თუთა, ბაღდათში ცხოვრობს. ქალაქი ეკონომიკურმა უთანასწორობამ გეტოდ აქცია, სადაც დრო თითქოს შეჩერებულია და აქ ახალი არაფერი ხდება. თუთასა და მის გარშემო მყოფთათვის არსებობა იმდენად გაუსაძლისია, რომ მისი ძმა ცდილობს, მოიფიქროს სცენარი, რომლის მიხედვითაც თუთა სიკვდილს შეძლებს. სცენარის პირველი ვერსიის თანახმად თუთა საოკუპაციო ჯარებს მარტო უნდა დაესხას თავს და შეაკვდეს, მეორე ვერსიით კი თავი ტერორისტად გაასაღოს, მძევლად აიყვანოს მაწანწალები, ლოთები, დევნილები, შეშლილები – ისინი, ვინც საყოველთაოდ მიღებული წესებისა და დემოკრატიული პროცესების გარეთ დარჩენილან. იგი ფიქრობს, რომ მათი თამაშში შემოყვანა არღვევს ყველა არსებულ წესს, რადგან სისტემას არ ადარდებს, თუკი ადამიანები ქუჩაში უპატრონოდ და უსახელოდ დაიღუპებიან, მაგრამ მათი თავისუფლების უკანონო აღკვეთაზე თვალს ვერ დახუჭავს. ცოტნე ცხვედიანი ახალგაზრდა ქართველ მწერალთა შორის ერთ-ერთი გამორჩეული ავტორია. მისი სადებიუტო წიგნი „ქალაქი და წმინდანები“ 2015 წელს გამოვიდა და ლიტერატურულმა კრიტიკამ დიდი მოწონებით მიიღო. მოთხრობა „ოქროს ქალაქი“ წლის საუკეთესო მოთხრობად დასახელდა, შემდეგ კი ინგლისურად ითარგმნა და აშშ-ში საუკეთესო ევროპული მოთხრობების ანთოლოგიაში შევიდა.

Related articles

Kafka on the Shore

Kafka on the Shore

Haruki Murakami

25 Available

Frankenstein

Frankenstein

Mary Shelley

20 Available

The Bastard of Istanbul

The Bastard of Ist...

Elif Shafak

25 Available

Tales From Kartli

Tales From Kartli

Revaz-Giorgi Arveladze

15 Available 2 Items