ჩუმად უნდა იჯდე
Main Photo
Additional Photo

Not rated yet

1 2 3 4 5

Our Partners

ჩუმად უნდა იჯდე

Author: თამარ გეგეშიძე

13 GEL

🚚 მიწოდება

თბილისი: 5 ლარი / 2 სამუშაო დღე

რეგიონი: 7 ლარი / 3-5 სამუშაო დღე

Description

რა ვიცით მოზარდებზე, მათ პრობლემებზე, შეხედულებებსა და უფროს თაობასთან ურთიერთობაზე, იმაზე, თუ რამდენად განსხვავებულად აღიქვამენ ერთსა და იმავე მოვლენას მოზარდები და ზრდასრულები და სად ეჯახება ერთმანეთს მათი ინტერესები? რა ვიცით თოთხმეტი წლის ბიჭზე, რომელსაც არ ჰყავს ავტორიტეტები, თითქოს არაფერი იტაცებს და გულგრილობის ნიღაბს ამოფარებული მხოლოდ იმას ნატრობს, მისგან არაფერი მოითხოვონ? ან რა შეიძლება, ვიცოდეთ ერთი ჩვეულებრივი მასწავლებლის ცხოვრებაზე, მის განცდებზე, მიღწევებზე, შეცდომებსა თუ მოულოდნელ გადაწყვეტილებებზე? ამოვიცნობთ კი ადამიანს საკლასო ოთახში, სადაც ის ცდილობს, მოსწავლეებს საკუთარი ძალა და უპირატესობები აჩვენოს, თუნდაც ყველაზე მეტად მათთან მეგობრული საუბრები ხიბლავდეს? თამარ გეგეშიძის წიგნში „ჩუმად უნდა იჯდე“, ორი მთავარი პერსონაჟია – 14 წლის შიო და მისი მასწავლებელი მაკო, შესაბამისად, მოვლენებსაც ორი მხარე აქვს. შემთხვევითობისა თუ გაუგებრობის გამო, ეს ორი გმირი ერთმანეთს უპირისპირდება და შემდეგ ყველაფერი, პირდაპირ თუ ირიბად, ამ კონფლიქტს უკავშირდება – სკოლის ისტორიები, მეგობრების მოსაზრებები, ოჯახის წევრებთან ურთიერთობა, ფიქრიც კი. ორივე პერსონაჟისთვის სკოლა გადაკვეთის წერტილია, ადგილი, სადაც ყოველთვის რაღაც იცვლება და სადაც ერთ დღეში კარგავ ან პოულობ საკუთარ თავს.

Related articles

The Bastard of Istanbul

The Bastard of Ist...

Elif Shafak

25 Available

The Whispering Land

The Whispering Lan...

Gerald Durrell

13 Available

Tales From Kartli

Tales From Kartli

Revaz-Giorgi Arveladze

15 Available 2 Items

Kafka on the Shore

Kafka on the Shore

Haruki Murakami

25 Available