Author: მოსე ხონელი
11.00 GEL
🚚 მიწოდება
თბილისი: 5 ლარი / 2 სამუშაო დღე
რეგიონი: 7 ლარი / 3-5 სამუშაო დღე
„ამირანდარეჯანიანი“ — საფალავნო-სათავგადასავლო ჟანრის ნაწარმოები, რომლითაც დაიწყო საერო ნაკადი ქართულ მწერლობაში და საფუძველი ჩაეყარა ქართულ საგმირო-სარაინდო რომანის განვითარებას.
მისი წარმოშობის შესახებ ზუსტი ცნობები არ მოგვეპოვება. ლექსიკური და მორფოლოგიური არქაიზმების, აგრეთვე სხვა ნიშნების მიხედვით შექმნილი უნდა იყოს XI–XII საუკუნეების მიჯნაზე. „ამირანდარეჯანიანი“ კლასიკურ ხანაშივე ყოფილა პოპულარული. „ვეფხისტყაოსნის“ ბიბლიოგრაფიულ სტროფში მის ავტორად მოსე ხონელია მიჩნეული. „ვეფხისტყაოსანშივე“ ვითარდება „ამირანდარეჯანიანის“ ზოგი მოტივი. თხზულებას იცნობს თამარის მემატიანეც.