📜 აუქციონის წესები

მონაწილეობის უფლება

აუქციონში მონაწილეობა შეუძლიათ რეგისტრირებულ სრულწლოვან მომხმარებლებს, რომლებიც გადაიხდიან მონაწილეობის სიმბოლურ საფასურს - ეს უზრუნველყოფს დამატებით უსაფრთხოებას.
ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს, გაუფრთხილებლად დაბლოკოს მომხმარებელი თუ ის შემჩნეული იქნება აუქციონისთვის არასათანადო ქცევაში.

აუქციონზე ნივთის გამოტანა

ბუკინისტურ აუქციონზე პროდუქციის ატვირთვა ხდება მარტივად:

  • დარეგისტრირდით როგორც ბუკინისტი (Google-ით შესვლა შესაძლებელია).
  • ატვირთეთ პროდუქცია იმავე პრინციპით, რაც წიგნების ატვირთვისას.
  • პროდუქცია მოხვდება ბაზაში და მოდერაციის შემდეგ მივანიჭებთ აუქციონის კატეგორიას და გამოჩნდება საიტზე აუქციონების სექციაში.
  • კითხვებისთვის მოგვწერეთ: info@bukinistebi.ge ან გამოიყენეთ საიტის ქვედა მხარეს მითითებული სოციალური ქსელები.
ბიჯების გაკეთება
  • ბიჯი ყოველთვის უნდა აღემატებოდეს მიმდინარე ფასს.
  • მინ/მაქს ბიჯის არსებობის შემთხვევაში, თითოეული ბიჯი უნდა დაემთხვეს მითითებულ ფარგლებს.
  • ბიჯის გაკეთება შესაძლებელია ღიად ან ანონიმურად. ანონიმური ბიჯის დროს თქვენი მონაცემები სხვა მომხმარებლებს არ გამოუჩნდება, თუმცა საიტი ინახავს თქვენს ინფორმაციას (სახელი, ელფოსტა, ტელეფონი, მისამართი).
მომხმარებლის გარანტია

ბიჯის შესრულებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ მზადაა შეიძინოს პროდუქცია ამ ფასად.

დასრულება და გამარჯვება

აუქციონის დასრულების შემდეგ, გამარჯვებულ მომხმარებელს უკავშირდება საიტის ადმინისტრაცია. თანხის გადახდისას მას გადაეცემა აუქციონზე შეძენილი პროდუქცია.