ყალბი ბრილიანტის ბრწყინვალება
Main Photo
Additional Photo
Additional Photo

ჯერ არაა რეიტინგი

1 2 3 4 5

ჩვენი პარტნიორები

ყალბი ბრილიანტის ბრწყინვალება

ავტორი: თამაზ ჩადუნელი

15.00 ლარი

🚚 მიწოდება

თბილისი: 5 ლარი / 2 სამუშაო დღე

რეგიონი: 7 ლარი / 3-5 სამუშაო დღე

აღწერა


დეტექტიური რომანი „ყალბი ბრილიანტის ბრწყინვალება“ სალომე დადიანის და აშილ მიურატის საქორწინო ბეჭედზე აგებული სიუჟეტითაა შექმნილი. ამ ბეჭდის ისტორიას რუსულ ჟურნალში დაბეჭდილი მოთხრობით გავეცანი. ისტორია იმდენად საინტერესო იყო რომ დამენანა, ავტორი ეტყობოდა საერთოდ არ იყო ნამყოფი საქართველოში, ისე წერდა საქართველოზე. არცერთი ქალაქი, არცერთი ქუჩა, არაფერი არ იყო მიახლოებით მაინც აღწერილი. ქართული გვარებიც ეტყობოდა სადღაც გაეგონა. არც ხასიათები, არც სახეები, ყველაფერს „ლიცო კავკაზსკოი ნაციონალნოსტ“-ის ელფერი დაკრავდა.

ამიტომ, სალომე დადიანისა და აშილ მიურატის, ამ ისტორიული პიროვნებების ქორწილის და იმპერატორის, ეკატერინე II-ის საქორწილო საჩუქარის შაჰ-ჯეხანის ბრილიანტის ბეჭდის ამბავი რომანში დოკუმენტურ მასალად დარჩა. სხვა ყველაფერი უკვე ნამდვილ საქართველოში ხდება.

რომანში აღწერილი ზოგიერთი პიროვნება გვარ–სახელებით ან აღწერილობით შეიძლება ნამდვილად მოგეჩვენოთ, ზოგი რამ სინამდვილეს შეეფერება, მაგრამ მტკიცებისაგან, გინდა თუ არა ყველაფერი მართალიაო, ავტორი თავს იკავებს.

რომანი საინტერესოდ იკითხება და იმედია მკითხველი კმაყოფილი დარჩება.

თამაზ ჩადუნელი

მსგავს კატეგორიაში

პარმის სავანე

პარმის სავანე

სტენდალი

5.00 მარაგშია

სიბრძნე სიცრუისა

სიბრძნე სიცრუისა

სულხან საბა ორბელიანი

15.00 მარაგშია

შაგი ბეინი

შაგი ბეინი

დაგლას სტიუარტი

18.00 მარაგშია

სიზიფე, ჩემო სიზიფე

სიზიფე, ჩემო სიზიფ...

ზაალ ტაბაღუა

20.00 მარაგშია