უცხო თვალი / ფოლკლორისტიკა / ყოფითი რწმენა-წარმოდგენები
Main Photo
Additional Photo
Additional Photo
Additional Photo

ჯერ არაა რეიტინგი

1 2 3 4 5

ჩვენი პარტნიორები

უცხო თვალი / ფოლკლორისტიკა / ყოფითი რწმენა-წარმოდგენები

ავტორი: ლევან ბრეგაძე

25.00 ლარი

🚚 მიწოდება

თბილისი: 5 ლარი / 2 სამუშაო დღე

რეგიონი: 7 ლარი / 3-5 სამუშაო დღე

აღწერა

ეს განყოფილება შეიცავს სამ ნაშრომს, რომლებიც ძველი თუ ახალი დროის უცხოელი მოგზაურების ან ჩვენში დიდი ხნით ნაცხოვრები თუ სამუდამოდ დამკვიდრებული სხვა ეროვნების გამოჩენილ წარმომადგენელთა შთაბეჭდილებებს გვაცნობს საქართველოზე, მის ბუნებაზე, ქართველი ხალხის ხასიათზე, ზნე-ჩვეულებებზე, კულტურაზე... უცხო თვალი ღირსებასაც და ნაკლსაც უკეთ ამჩნევს და მათი შეხედულებების გათვალისწინება ქვეყნის წინსვლასაც წაადგება და ქართველი კაცის ობიექტური თვითშეფასების შემუშავებასაც შეუწყობს ხელს.

რამდენიმე სიტყვა უნდა ითქვას ამ განყოფილების ბოლო, მესამე, ნაშრომზე – „ქართული კულტურის არაქართველი მოამაგენი“. იგი კომპილაციაა – სხვადასხვა ავტორთა და ჩვენივე ადრინდელი ნამუშევრების ფრაგმენტებისაგან შედგება. კომპილაცია, საზოგადოდ, დიდად არ მეხატება გულზე, მაგრამ ამ შემთხვევაში ის, ნაშრომის თემისა და მიზანდასახულობის გათვალისწინებით, ოპტიმალური ფორმა აღმოჩნდა, ვინაიდან მისი მეშვეობით შეიქმნა საქართველოსთან მჭიდროდ დაკავშირებულ და საქართველოს საკეთილდღეოდ გარჯილ გამოჩენილ არაქართველ მოღვაწეთა პორტრეტების შთამბეჭდავი გალერეა, რომელიც ქართული კულტურის წინაშე მათი დამსახურების ერთობლიობაში გააზრების საშუალებას იძლევა.

სამივე ნაშრომი ფილოსოფოსისა და სოციოლოგის ლელა გაფრინდაშვილის პროექტების ფარგლებშია შესრულებული (სქოლიოებში მითებულია პროექტების სახელწოდებები და შესრულების თარიღები). უღრმეს მადლობას მოვახსენებ ქალბატონ ლელას, ვინც შესაძლებლობა მომცა ჩემთვისაც დიდად საინტერესო ეს საკითხები შემესწავლა და მეკვლია.

ლ. ბ.

მსგავს კატეგორიაში

ფიქრები ხვალინდელ დღეზე

ფიქრები ხვალინდელ...

ვახტანგ ჭელიძე

15.00 მარაგშია 2 ცალი

ორნამენტები ქართულ მეჩეთებში

ორნამენტები ქართულ...

ნესტან ბლუაშვილი

30.00 მარაგშია 2 ცალი

ბიზანტიური და ძველი ქართული რიტორიკის თეორიისა და ლექსთწყობის საკითხები ანტიოქიური კოლოფონების მიხედვით (ორტომეული)

ბიზანტიური და ძველ...

ქეთევან ბეზარაშვილი

25.00 მარაგშია

გამოკვლევა მორალის პრინციპების შესახებ

გამოკვლევა მორალის...

დევიდ ჰიუმი

12.00 მარაგშია 2 ცალი