წიგნში შესულია ცნობილი რუსი მწერლის ლევ კასილის ორი ვრცელი მოთხრობა: „კონდუიტი და „შვამბრანია“ და „იყავით მზად, თქვენო უმაღლესობავ!“ პირველი ძველი და ახალი სამყაროს გამიჯვნის მშფოთვარე დროს, პირველი მსოფლიო ომისა და რევოლუციის დასაწყის პერიოდს აღწერს, მეორე — საბჭოთა პიონერების ცხოვრებას არტეკში. ავტორი თავისი ჩვეული იუმორის, გონებამახვილობის, გამომგონებლობისა და უშრეტი ფანტაზიის წყალობით მეტისმეტად თავშესაქცევად მოგვითხრობს მოზარდთა დამოკიდებულებას ერთმანეთისადმი, გარესამყაროსადმი.