600,000 ევროს იშვიათი წიგნების ქურდობისთვის ლიეტუვაში ქართველი გაასამართლეს

24/06/2025

საქართველოს მოქალაქე მიხეილ ზამთარაძე დიდი რაოდენობის იშვიათი წიგნების მოპარვაში დამნაშავედ ცნეს. ის ბელგიაში დაიჭირეს და შემდეგ ვილნიუსში გაასამართლეს.

"მიხეილ ზამთარაძე ბრალდებულია ორგანიზებულ ჯგუფთან ერთად, მე-19 საუკუნის გამოცემების მოპარვაში. ამ გამოცემების საერთო ღირებულება იყო 606 ათასი ევრო, " - განაცხადა მოსამართლე მინდაუგას რეზანკასმა ვილნიუსის საქალაქო სასამართლოში. 

მან აღიარა 17 წიგნის მოპარვა, მათ შორის ალექსანდრე პუშკინისა და ნიკოლაი გოგოლის ნაწარმოებების.

აპრილში სასამართლო სხდომაზე ზამთარაძემ თქვა, რომ წიგნების ქურდობა დაავალა მოსკოვის აუქციონის სახლის რუსმა თანამშრომელმა.

მისი თქმით, ამ კაცმა ასევე მისცა მას ყალბი პირადობის მოწმობა ლიეტუვის უნივერსიტეტში შესასვლელად, ისევე როგორც ყალბი ეგზემპლარები, რომლებიც უნდა განეთავსებინა ბიბლიოთეკაში მოპარული ნაწარმოების ნაცვლად.

ზამთარაძემ თქვა, რომ წიგნები ბელარუსის გავლით გაიტანა და კრიპტოვალუტაში 30,000 ევრო მიიღო.

დამნაშავე მუშაობდა ჯგუფის შემადგენლობაში, რომელიც ოპერირებდა ლიტვაში, პოლონეთში, საფრანგეთში, შვეიცარიასა და საქართველოში, - განაცხადეს ლიეტუველმა პროკურორებმა.

ზამთარაძეს 3 წლითა და 4 თვით აღეკვეთა თავისუფლება. 

 

 

წყარო: https://uk.news.yahoo.com/lithuania-sentences-thief-rare-russian-134904192.html?

: