სინაგოგები საქართველოში
Main Photo
Additional Photo 1
Additional Photo 2

ჯერ არაა რეიტინგი

1 2 3 4 5

სინაგოგები საქართველოში

ავტორი: მანანა ქუთათელაძე

ამ წიგნის მარაგი ამოწურულია. შეგიძლია ისარგებლო შეკვეთის ფუნქციით

🚚 მიწოდება

თბილისი: 5 ლარი / 2 სამუშაო დღე

რეგიონი: 7 ლარი / 3-5 სამუშაო დღე

აღწერა

„სინაგოგები საქართველოში“ ერთ-ერთი ნაწილია პროექტისა – „საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა“, რომლის ფარგლებში უკვე გამოცემულია „კათოლიკობა საქართველოში“ და ასევე, მზადაა ოთხტომეული „მეჩეთები საქართველოში“. პროექტის „საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა“ მიზანია საუკუნეების განმავლობაში, საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა სარწმუნოებისა და ეროვნების ადამიანების ისტორიულ-კულტურული კვალის აღწერა. დღეს რთულია იმის თქმა, ზუსტად როდის შემოდიან ებრაელი პირველმოსახლეები საქართველოში, თუმცა, ამ გამოცემის მიზანი ამგვარი კვლევითი საქმიანობა, ახალი საბუთების მოპოვება ან განხილვა არც ყოფილა. არ გვიცდია დეტალურად და ქრონოლოგიურად აღნუსხულიყო ებრაელების ისტორია საქართველოში. ამ წიგნის მიზანი უფრო მოკრძალებული და კონკრეტულია – შეძლებისდაგვარად სრულად მოგვეძია საქართველოში არსებული ებრაული დასახლებები და იქ აგებული ებრაული სამლოცველოები და სინაგოგები. წიგნზე მუშაობისას მოეწყო ექსპედიციები საქართველოს 34 მუნიციპალიტეტში და ისტორიულ, თუ საარქივო მასალებზე დაყრდნობით ჯამში 69 სინაგოგის მოძიება მოხერხდა. სამწუხაროდ, ამ სინაგოგათა დიდი ნაწილი აღარ არსებობს. ამჟამად საქართველოს ტერიტორიაზე შემორჩენილია სინაგოგის 29 შენობა, ზოგიერთ მათგანში საზოგადოებრივი დაწესებულებები და საცხოვრებელი სახლებია განთავსებული, 17 შენობამ კი დღემდე შეინარჩუნა პირვანდელი ფუნქცია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ წიგნი უხვადაა ილუსტრირებული ისტორიული და თანამედროვე ფოტომასალით, რაც საშუალებას იძლევა ნათლად დავინახოთ საქართველოში ებრაელების როგორც ისტორიულ-ტრადიციული, ისე თანამედროვე რელიგიური არქიტექტურის განვითარების ეტაპები“, – მანანა ქუთათელაძე.

მსგავს კატეგორიაში

ლუმპენ მილენიუმი

ლუმპენ მილენიუმი

ბესო სოლომანაშვილი

15 მარაგშია

გმირთა ვარამი (განახლებული რვატომეული)

გმირთა ვარამი (გან...

ლევან გოთუა

80 მარაგშია

გელათი - მეორე იერუსალიმი და ახალი ათინა

გელათი - მეორე იერ...

როინ მეტრეველი

10 მარაგშია

ინტერვენციაც, ოკუპაციაც, ძალდატანებითი გასაბჭოებაც, ფაქტობრივი ანექსიაც

ინტერვენციაც, ოკუპ...

ლევან თოიძე

20 მარაგშია