Автор: Multiple authors
25.00 GEL
🚚 მიწოდება
თბილისი: 5 ლარი / 2 სამუშაო დღე
რეგიონი: 7 ლარი / 3-5 სამუშაო დღე
სასულიერო შინაარსის ხელნაწერები - სახარებები, ლიტურგიკულ-კალენდარული კრებულები, ამ რიგის ძეგლთა გაფორმების საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული დეკორატიული პრინციპების მიხედვითაა შექმნილი როგორც მაღალი პროფესიული ოსტატობით გამორჩეულ კალიგრაფთა და მინიატურისტთა (XI-XII საუკუნეების სახარება, ანჩის სახარება (XII ს.), წმ. შიო მღვიმელის ცხოვრება (XIII ს.), XIV საუკუნეში გადანუსხული სახარება, ლევან I დადიანის დაკვეთით 1553-1572 წლებში შექმნილი გულანი), ისე შედარებით ნაკლებად გაწაფული ოსტატების მიერ (ჟამგულანი (1714 წ.), სამღვდელო კონდაკი (1749 წ.), ლუკას და იოანეს სახარება (1779 წ.), ჟამისწირვის თავსართი მინიატურა, სავარაუდოდ, შექმნილი XVIII საუკუნეში; ქორწინების კანონი (1816 წ.), ლოცვანი (1836 წ.). საგულისხმოა, რომ მათ გვერდით გვხდება ხალხურ ხელოვნებასთან თანაზიარი, მხატვრული გემოვნებით გაფორმებული, ჰიმნოგრაფიული და ლიტურგიკული შინაარსის ხელნაწერები (XV საუკუნის ჟამისწირვა, აგრეთვე, ღმრთისმშობლის დაუჯდომელი, გადანუსხული და შემკული XVIII საუკუნეში). კოლექციაში გაერთიანებული სხვადასხვა რიგის ნიმუშთა გაფორმების პრინციპებისა და თავისებურებებისთვის თვალის გადევნება მრავალმხრივ საგულისხმო დამატებით მასალას იძლევა საქართველოში ხელნაწერთა მხატვრული შემკულობის განვითარების ძირითადი მიმართულებების ნათელსაყოფად.