რჩეული ორ წიგნად
Main Photo
Additional Photo

ჯერ არაა რეიტინგი

1 2 3 4 5

ჩვენი პარტნიორები

რჩეული ორ წიგნად

ავტორი: შალვა ამირეჯიბი

30.00 ლარი

🚚 მიწოდება

თბილისი: 5 ლარი / 2 სამუშაო დღე

რეგიონი: 7 ლარი / 3-5 სამუშაო დღე

აღწერა


ქართველი მწერლის, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის, პატრიოტისა და ღირსებით გამორჩეული მამულიშვილის შალვა ამირეჯიბის წინამდებარე წიგნში იბეჭდება რჩეული ნაწილი მისი პოეტური მემკვიდრეობისა, რომელიც საქართველოს გ. ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა ფონდში ინახება.

მწერლის წინამდებარე კრებულში დაბეჭდილი პუბლიცისტური წერილები მუზეუმის საგამომცემლო განყოფილების მეცნიერ-მუშაკებმა ამ საუკუნის 10-20- იანი წლების ჟურნალ-გაზეთების („კლდე“, „სამშობლო“, „საქართველო“) ფურცლებიდან გადმობეჭდეს. ამ ძიებას სამი წელი დასჭირდა. შეიძლება ვინმემ გაიკვირვოს კიდეც, რატომ გაისარჯა მუზეუმი ისეთი მასალების მოძიება-გამოქვეყნებისათვის, რომელიც მის სეიფში არ დევს. გაკვირვებულთათვის მხოლოდ ერთი პასუხი გვაქვს: ჩვენი სურვილი იყო შალვა ამირეჯიბის შემოქმედების, ბრძოლისა და მოღვაწეობის ამსახველი ყოველი დოკუმენტი ერთად თავმოყრილი ენასა ქართულ საზოგადოებას, ლიტერატორებს, მწერლებს, პოლიტიკოსებსა და ყველას, ვისაც ჭეშმარიტად აინტერესებს მე-20 საუკუნის დასაწყისისა და შემდგომი, ბოლშევიკური ექსპანსიის დროინდელი, საქართველოს ცხოვრებისა და ბრძოლის ყველა ნიუანსი.

ჩვენი თანამედროვე ქართული საზოგადოება და, განსაკუთრებით, ახალგაზრდობა, ნაკლებად იცნობს შალვა ამირეჯიბის პიროვნებას, მის დანატოვარსა და ღვაწლს. საქართველოს გ. ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმს მიაჩნია, რომ შალვა ამირეჯიბის მემკვიდრეობის გამოცემა ორ წიგნად ნაწილობრივ მაინც შეავსებს ჩვენს ეროვნულ მეხსიერებაში ნებსით თუ უნებლიეთ გაჩენილ ბზარსა და ხარვეზებს.

ამ წიგნებით დაინტერესებული მკითხველის საყურადღებოდ ვაქვეყნებთ შალვა ამირეჯიბის ყველა ჩვენთვის დღემდე ცნობილ ფსევდონიმს, რომლებითაც 10-20- იან წლებში (ემიგრაციაში წასვლამდე) სარგებლობდა მწერალი: ფარსმან-ფარუხი, შ.ა., ჩორჩანელი და ა.-ი.

გამოცემაში დაცულია მწერლის პუნქტუაცია, მართლწერა და სტილი, ხოლო მწერლის ნაწერები დალაგებულია ქრონოლოგიური თანმიმდევრობით. 

მუზეუმის საგამომცემლო განყოფილება

მსგავს კატეგორიაში

დარიჩინისფერი მაღაზიები

დარიჩინისფერი მაღა...

ბრუნო შულცი

10.00 მარაგშია

ქართლის ცხოვრება / History Of Georgia

ქართლის ცხოვრება /...

ავტორთა ჯგუფი

40.00 მარაგშია

ზღვარს მიღმა

ზღვარს მიღმა

ლუის სუარესი

12.00 მარაგშია

ზამთარი ჩვენი მღელვარებისა / ტორტილა ფლეტი

ზამთარი ჩვენი მღელ...

ჯონ სტაინბეკი

5.00 მარაგშია