მცველნი გრაალისა
Main Photo
Additional Photo 1

ჯერ არაა რეიტინგი

1 2 3 4 5

მცველნი გრაალისა

ავტორი: გრიგოლ რობაქიძე

10 ლარი

🚚 მიწოდება

თბილისი: 5 ლარი / 2 სამუშაო დღე

რეგიონი: 7 ლარი / 3-5 სამუშაო დღე

აღწერა

გრიგოლ რობაქიძის რომანი „მცველნი გრაალისა“ 1937 წელს გერმანულ ენაზე იენში, დიდერიხსის გამომცემლობაში დაიბეჭდა. ქართული საზოგადოება რომანს მხოლოდ ნაწილობრივ გაეცნო 1989 წელს ნაირა გელაშვილის პიესის – „გრაალის მცველნი“ – სახით, რომელიც მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე რეჟისორმა დავით ანდღულაძემ დადგა. „მცველნი გრალისა“ მოდერნისტული მწერლობის ბრწყინვალე ნიმუშს წარმოადგენს. რომანი სავსეა მაღალესთეტიკური, უაღრესად შთამბეჭდავი სახეებით. მოქმედება ვითარდება საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, თუმცა სამშობლოს ბედის უღრმესი განცდითა და შთაგონებით განმსჭვალული პერსონაჟის, ლევან ორბელის ხილვებში წარმოგვიდგება საქართველოს ისტორიის ოქროს ხანა, ცოცხლდება ქვეყნისა და ხალხისთვის სანუკვარი თქმულებები და მისტერიები. შენარჩუნებულია ნაწარმოების ავტორისეული დასათაურება, რომელიც დასტურდება გრიგოლ რობაქიძის არაერთი პირადი წერილითა და თანამედროვეთა მოგონებებით.

მსგავს კატეგორიაში

მე კუნძული მექნება

მე კუნძული მექნება

კლარა ფეჰერი

8 მარაგშია

ცემენტის ბაღი

ცემენტის ბაღი

იენ მაკიუენი

15 მარაგშია

კაპიტან გრანტის შვილები

კაპიტან გრანტის შვ...

ჟიულ ვერნი

15 მარაგშია

კუპიდონი კრემლის კედელთან

კუპიდონი კრემლის კ...

აკა მორჩილაძე

12 მარაგშია