Автор: რაჰულ სანსკრიტიაიანი
10.00 GEL
🚚 მიწოდება
თბილისი: 5 ლარი / 2 სამუშაო დღე
რეგიონი: 7 ლარი / 3-5 სამუშაო დღე
რაჰულ სანკრიტიაიანი მწერლის ფსევდონიმია, მისი ნამდვი ლისახელი და გვარია კედარნათ პანდეი სანკრიტიაიანი უდიდესი ერუდიციისა და მრავალმხრივი ინტერესების ადამიანია, მან, მხოლოდ ძველი სამყაროს ისტორიის, ინდოეთისა და სხვა ქვეყნე ბის ისტორიის, ფილოსოფიისა და პოლიტიკის მეცნიერული შეს- წავლით როდი გაითქვა სახელი, იგი პოპულარულია სხვადასხვა ჟანრით დაწერილი რომანებითაც.
სანკრიტიაიანი დაუღალავი მოგზაურია; მან ინახულა სამყაროს მრავალი ქვეყანა და საბჭოთა კავშირსაც სამჯერ ესტუმრა.
რ. სანკრიტიაიანმა ბევრი წიგნი ციხის საკანში დაწერა. მისი პირველი სათავგადასავლო რომანიც „მივიწყებულ ქვეყანაში“ ციხეშია დაწერილი. ამ წიგნში პროფესორი-ეგვიპტოლოგი აგვიწერს თავის მოგზაურობას სადღაც მდინარე ნილოსის სათავეებთან მდებარე „მივიწყებულ ქვეყანაში“, რომელიც ძველი ეგვიპტური კულტურის მემკვიდრეა.