მეფისტოფელი
Main Photo
Additional Photo 1

ჯერ არაა რეიტინგი

1 2 3 4 5

მეფისტოფელი

ავტორი: კლაუს მანი

ამ წიგნის მარაგი ამოწურულია. შეგიძლია ისარგებლო შეკვეთის ფუნქციით

🚚 მიწოდება

თბილისი: 5 ლარი / 2 სამუშაო დღე

რეგიონი: 7 ლარი / 3-5 სამუშაო დღე

აღწერა

„მეფისტოფელი, ანუ ერთი კარიერის ამბავი“ კლაუს მანის მეექვსე რომანი და მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია. იგი ემიგრაციაში დაიწერა და 1936 წელს გამოქვეყნდა ამსტერდამის გამომცემლობა „კერიდოში“, რომელიც აქტიურად გამოსცემდა გერმანულენოვანი ემიგრანტების ნაწერებს. თავად გერმანიაში რომანმა დღის სინათლე პირველად მხოლოდ 1956 წელს იხილა, და ისიც მხოლოდ გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში. ეს რომანი ნაცისტური გერმანიის საზოგადოებაზე შექმნილი ერთ-ერთი პირველი კრიტიკული ნაწარმოებია. იგი მოგვითხრობს მსახიობ ჰენდრიკ ჰიოფგენის სულიერი დეგრადაციის ამბავს. სცენის აღიარებული ოსტატის ზომაგადასული პატივმოყვარეობა, კიდევ უფრო დიდი სახელისა და ფულის მოხვეჭისკენ სწრაფვა მას გადააწყვეტინებს, ეშმაკს (ანუ ხელისუფლებას) გაურიგდეს. ამ გარიგების შედეგად ჰიოფგენი ბერლინის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ხდება და ერთხანს ნაცისტური გერმანიის კულტურული ცხოვრების გავლენიან ფიგურადაც იქცევა. ეს გარემოება დიდწილად უკავშირდება მის პირად ნაცნობობას ხელისუფლების რამდენიმე მაღალი რანგის ფუნქციონერთან, უწინარეს ყოვლისა კი თავად პრემიერმინისტრთან, რომელსაც ერთგვარად ეამაყება კიდეც ხელოვანთა წრის ცნობილ წარმომადგენლებთან „მეგობრობა“. ჰიოფგენი მხოლოდ გვიან ხვდება, რომ მეფისტოფელთან პაქტის დადებით „ხელისუფალთა მაიმუნად“, „მკვლელთა გამრთობ ტაკიმასხარად“ იქცა. ამ ნაწარმოების მნიშვნელობა არ ამოიწურება მხოლოდ მისი მაღალმხატვრული ღირსებით - იგი მნიშვნელოვანია ისტორიული თვალსაზრისითაც. ნათქვამის დასტურად გამოდგება თუნდაც ის გარემოება, რომ რომანი რამდენიმე ათეულ ენაზეა თარგმნილი (მათ შორის თითქმის ყველა ევროპულ ენაზე). „მეფისტოფელის“ პირველი ქართული გამოცემა უდავოდ დიდი საჩუქარი იქნება არა მარტო გერმანული ლიტერაrტურითა და მესამე რაიხის ისტორიით დაინტერესებული მკითხველისთვის, არამედ წიგნის ყველა მოყვარულისთვისაც.

მსგავს კატეგორიაში

საიდუმლო შვიდეული - შვიდეულის ახალი თავგადასავალი

საიდუმლო შვიდეული...

ენიდ ბლაიტონი

7 მარაგშია

ყველაფერი იწყება შენით

ყველაფერი იწყება შ...

კოლინ ჰუვერი

12 მარაგშია

ოქროს მამალი

ოქროს მამალი

რაფი

8 მარაგშია

სკანდარი და ცალრქის ქურდი

სკანდარი და ცალრქი...

ა.ფ. სტედმენი

7 მარაგშია