კაცობრიობა და უცხოპლანეტელები
Main Photo
Additional Photo
Additional Photo

ჯერ არაა რეიტინგი

1 2 3 4 5

ჩვენი პარტნიორები

კაცობრიობა და უცხოპლანეტელები

ავტორი: დავით დემეტრაშვილი

5.00 ლარი

🚚 მიწოდება

თბილისი: 5 ლარი / 2 სამუშაო დღე

რეგიონი: 7 ლარი / 3-5 სამუშაო დღე

აღწერა

როგორ წარმოიშვა, რა კანონებით ვითარდება სამყარო, სიცოცხლე, ადამიანი, მისი კულტურა? კაცობრიობისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ეს კითხვები ადამიანების მრავალ თაობას არ აძლევდა მოსვენებას. ერთნი პასუხების ძიებისას თანამედროვე მეცნიერების მიღწევებით არიან შთაგონებულნი; სხვანი ჭეშმარიტებას ჩვენი წინაპრებივით ღმერთს უკავშირებენ; ზოგს კი მიაჩნია, რომ ადამიანი, მისი კულტურა და ცივილიზებული კაცობრიობა უცხოპლანეტელებმა, თავისებურმა “ღმერთებმა” შექმნეს. მათი აზრით, კაცობრიობის განვითარება ციკლური, არათანამიმდევრული იყო, რადგან უძველეს დროში არსებობდა მაღალგანვითარებული ტექნიკის ცივილიზაციები, რომლებიც საკონტინენტთაშორისო, უფრო მეტიც, საპლანეტთაშორისო ომების ან საშინელი ბუნებრივი კატაკლიზმების შედეგად განადგურდნენ. ამ წიგნში შეძლებისდაგვარადაა თავმოყრილი ცნობები იმ ფაქტებზე, ანუ დედამიწაზე დღემდე შემორჩენილ ლეგენდებზე, მითებზე, ნაგებობებზე, საკულტო საგნებზე, ხელოვნების ნიმუშებზე, რომლებსაც კაცობრიობის განვითარებაში უცხოპლანეტელების მონაწილეობის (არქეოასტრონავტული) თეორიის მიმდევრები თავიანთი მოსაზრებების დასამტკიცებლად იყენებენ. აქ გაეცნობით საქვეყნოდ ცნობილი მეცნიერების იდეებს, მათი შრომის შედეგებს, ძიების მეთოდებს. ბევრი მათგანი შეიძლება აჭარბებდეს, ცდებოდეს, ერთი შეხედვით არამეცნიერულად მსჯელობდეს, მაგრამ ფაქტი ერთია - ყველაფერი, რაზედაც საუბარი გვექნება, ჩვენს პლანეტაზე რეალურად არსებობს, მოითხოვს უფრო ღრმა, საფუძვლიან შესწავლას და იქნებ, ბოლოსდაბოლოს, მართალნი აღმოჩნდნენ ისინი, ვინც კაცობრიობის ბედ-იღბალს უცხოპლანეტელებს უკავშირებს.

მსგავს კატეგორიაში

ქართული ხელნაწერების კვალდაკვალ

ქართული ხელნაწერებ...

ზურაბ ჭუმბურიძე

12.00 მარაგშია

რატომ ვერ აღწევენ წარმატებას სახელმწიფოები

რატომ ვერ აღწევენ...

დარონ აჯემოღლუ, ჯეიმს რობინსონი

25.00 მარაგშია

წინასწარმეტყველნი და სასწაულმოქმედნი

წინასწარმეტყველნი...

ვ. როჟნოვი

15.00 მარაგშია

ნობელის პრემიის ლაურეატები ლიტერატურაში

ნობელის პრემიის ლა...

კახმეგ კუდავა

30.00 მარაგშია