იუზეფ პილსუდსკი
Main Photo
Additional Photo
Additional Photo

ჯერ არაა რეიტინგი

1 2 3 4 5

ჩვენი პარტნიორები

იუზეფ პილსუდსკი

ავტორი: ვლოძიმეჟ სულეია

15.00 ლარი

🚚 მიწოდება

თბილისი: 5 ლარი / 2 სამუშაო დღე

რეგიონი: 7 ლარი / 3-5 სამუშაო დღე

აღწერა

წიგნი მოგვითხრობს დიდი პოლონელი სახელმწიფო მოღვაწის იუზეფ პილსუდსკის ცხოვრების შესახებ, რომელიც XX საუკუნის პირველ მეოთხედში პოლონეთის დამოუკიდებლობის აღდგენის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იყო. 1918 წელს ხორცი შეესხა პოლონელთა საუკუნოვან ოცნებას, ქვეყანამ თავი დააღწია დამპყრობელ იმპერიათა ტყვეობას და დიდი ხნის წინ დაკარგული თავისუფლება დაიბრუნა. დამოუკიდებლობის აღდგენამდე და მის შემდეგაც, პილსუდსკი, ათწლეულების განმავლობაში, წარმოადგენდა საკვანძო ფიგურას პოლონურ პოლიტიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

წიგნის ავტორია ცნობილი პოლონელი ისტორიკოსი, ვლოძიმეჟ სულეია, რომელმაც არაერთი წელი შეალია დიდი პოლონელი სახელმწიფო მოღვაწისა და მხედართმთავრის ცხოვრების კვლევას. ნაშრომი წარმოადგენს იუზეფ პილსუდსკის მიერ განვლილი გზის ყველაზე უფრო სრულ აღწერას, მის შესახებ დღემდე შექმნილ ნაშრომებს შორის. ავტორი ხატოვნად, მაგრამ, ამავე დროს, პროფესიონალი ისტორიკოსის სიზუსტით აღგვიწერს პილსუდსკის ბობოქარ ბიოგრაფიას. ამავე დროს წიგნში გაცოცხლებულია XIX საუკუნის მეორე ნახევრისა და XX საუკუნის პირველი ნახევრის პოლონეთის ძალზე მკაფიო სურათი.

წინამდებარე ქართული ვერსია სპეციალურად იქნა ადაპტირებული ქართველი მკითხველისათვის. მასში ყურადღება გამახვილებულია იმ კავშირებზე, რომლებიც იმდროინდელ პოლონეთს და პირადად პილსუდსკის საქართველოსთან და ქართველებთან ჰქონდა.

დავით კანდრევიჩი

მსგავს კატეგორიაში

ისტორიის გამოცანები

ისტორიის გამოცანებ...

გივი გამრეკელი

15.00 მარაგშია

პოლიტიკური პარტიები საქართველოში

პოლიტიკური პარტიებ...

დიმიტრი შველიძე

17.00 მარაგშია 3 ცალი

როდის გადმოსახლდნენ სომხები საქართველოში

როდის გადმოსახლდნე...

მიხეილ თამარაშვილი

8.00 მარაგშია

პეტრე დიდიდან ლევ ტოლსტოიმდე

პეტრე დიდიდან ლევ...

გურამ შარაძე

10.00 მარაგშია