მონოგრაფიაში, მდიდარი საარქივო მასალებისა (რომელთა ნაწილი პირველადაა შემოტანილი სამეცნიერო მიმოქცევაში) და სპეციალური ლიტერატურის მონაცემების კრიტიკული განხილვა-შეფასების საფუძველზე, დაწვრილებით არის შესწავლილი იმერეთის სამეფოს ბუნებრივ-გეოგრაფიული მდებარეობა, სამეურნეო-ეკონომიკური მდგომარეობა (მიწათმოქმედება, მესაქონლეობა, ხელოსნური წარმოება, დემოგრაფია), საზოგადოებრივი კლასები (გაბატონებული ფეოდალური კლასი, ექსპლოატირებული ყმა-გლეხთა კლასი, სოციალური კატეგორიები თითოეული კლასის შიგნით) და მათი ურთიერთობა; სახელმწიფოებრივი წყობილება, პოლიტიკური ვითარება და რუსეთთან ურთიერთობა XVIII—XIX სს.-ის მიჯნაზე.