თავისუფლებისგან გაქცევა
Main Photo

ჯერ არაა რეიტინგი

1 2 3 4 5

თავისუფლებისგან გაქცევა

ავტორი: ერიხ ფრომი

15 ლარი

აღწერა

ერიხ ფრომი (1900-1980) – ფსიქოანალიტიკოსი, სოციოლოგი, ჰუმანისტი ფილოსოფოსი და მეოცე საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული მოაზროვნეა. ფრომი, საუკუნის გარიჟრაჟზე, ფრანკფურტში, გერმანელი ებრაელების ოჯახში დაიბადა. 1934 წელს, ნაცისტური რეჟიმის აღზევებით განპირობებული საფრთხეების გამო, ფრომმა გერმანია დატოვა და ამერიკის შეერთებულ შტატებში განაგრძო მოღვაწეობა. „თავისუფლებისგან გაქცევა“ პირველად 1941 წელს, სწორედ ამერიკაში გამოიცა. ეს ფრომის პირველი და უმნიშვნელოვანესი ნაშრომია, რომლის ძირითადი საკითხიც „თანამედროვე ადამიანისათვის თავისუფლების მნიშვნელობას“ შეეხება. ავტორი თავისუფლების შესახებ სოციალურ-ფსიქოლოგიურ ექსკურსს გვთავაზობს – ისტორიულად საიდან იწყება ადამიანის თავისუფლება და არის კი თანამედროვე ადამიანი უფრო თავისუფალი, ვიდრე გლეხი, რომელიც ფეოდალურ წყობილებაში ცხოვრობდა? ამ და სხვა უაღრესად საინტერესო კითხვებზე პასუხისას ავტორი გამორჩეული ოსტატობით იყენებს ფსიქოანალიტიკური თეორიის მიგნებებს როგორც ინდივიდის შინაგანი, აგრეთვე ფართო სოციალური პროცესების ასახსნელად, გვაჩვენებს რა ფსიქოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური პირობები შეიძლება უსწრებდეს წინ თავისუფალი საზოგადოების ავტორიტარულ სისტემად გარდაქმნას, რა განაპირობებს ამა თუ იმ რელიგიური დოქტრინისა თუ იდეოლოგიის, ან თუნდაც კონკრეტული პოლიტიკური ფიგურის მიმართ ადამიანების მორჩილებას.

დეტალები

ფასი 15 ლარი
გვერდების რაოდენობა 360
გამოცემის წელი 2020
ყდა რბილი
წიგნის მდგომარეობა ყდა უმნიშვნელოდ დაზიანებულია

მსგავს კატეგორიაში

თხზულებათა 12-ტომეული. VIII ტომი

თხზულებათა 12-ტომე...

ივანე ჯავახიშვილი

30 მარაგშია

მთავარი

მთავარი

ნიკოლო მაკიაველი

20 მარაგშია

მეფუტკრის ცნობარი

მეფუტკრის ცნობარი

გამომცემლობა განათლება

12 მარაგშია

თხზულებათა კრებული I

თხზულებათა კრებული...

პავლე ინგოროყვა

35 მარაგშია

: