ავტორი: გურამ წიბახაშვილი
40 ლარი
🚚 მიწოდება
თბილისი: 5 ლარი / 2 სამუშაო დღე
რეგიონი: 7 ლარი / 3-5 სამუშაო დღე
გურამ წიბახაშვილის ეს ფოტოთრილერი „ზღვარზე“ ნამდვილი დროის მანქანაა, ბრუტალური 90-იანების სასტიკი გიდი. ერთი 90-იანებამდელი მწერალი კი ამბობს, „არავინ იცის იმაზე მეტი, რის პოვნაც საჯარო ბიბლიოთეკის თაროებზე არ შეიძლებაო“, მაგრამ მწერლებს ნუ ენდობით. გურამ წიბახაშვილის ობიექტივმა იცის იმაზე მეტი, რასაც ვერც ერთ საჯარო ბიბლიოთეკაში ვერ ნახავთ. ყოველ შემთხვევაში, 90-იანი წლების შესახებ ნამდვილად იცის, უეჭველად. -- [პაატა შამუგია] >>> წიბახასეული ხედვა მავანი ხვლიკისას ჰგავს – პერიფერიულია. ზოგიერთი სურათი იმგვარია, თითქოს შეტრიალებული თვალითაა დანახული – სიპ ქვაზე განაბული ხვლიკის თვალით... ეს ხვლიკი სასაფლაოზე ცხოვრობს. ჯოისის რომანში სასაფლაოს ანუ „ჰადესის“ ეპიზოდის განწყობილება თითქოსდა მთელს ფოტო-სერიას გასდევს. ამ სურათებში ყოველივეს სიკვდილის ნიღაბი ადევს. ურბანისტულ გარემოში კი სიკვდილს თავისებური მოქალაქეობა აქვს: აქ იგი აღარ გვევლინება სიცოცხლის განახლების ეტაპად, როგორც რომ სამიწათმოქმედო თუ სამონადირეო კულტურებში. სიკვდილი ქალაქში უპირველესად თავისთავადი და უპირობო ფენომენია, რომელიც ყველას ერთნაირად ითრევს თავის როკვაში – ამ როკვას ფარანდოლა ერქმის. წიბახაც სწორედ ფოტო-ფარანდოლას ქმნის... სახეთა ნაკადი სახეთა წარმავლობაზე მეტყველებს, მეტიც – თავად ეს ინდივიდუალური სახენი მეტყველებენ თავიანთ წარმავლობაზე. -- [ზურაბ ქარუმიძე]