ბიჭიკოს ავადმყოფობის ისტორია
Main Photo
Additional Photo 1

ჯერ არაა რეიტინგი

1 2 3 4 5

ჩვენი პარტნიორები

ბიჭიკოს ავადმყოფობის ისტორია

ავტორი: ავტორთა ჯგუფი

ამ წიგნის მარაგი ამოწურულია. შეგიძლია ისარგებლო შეკვეთის ფუნქციით

🚚 მიწოდება

თბილისი: 5 ლარი / 2 სამუშაო დღე

რეგიონი: 7 ლარი / 3-5 სამუშაო დღე

აღწერა

ეს წიგნი საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი განსაკუთრებულად დრამატული, საბედისწერო ეპოქის ლიტერატურული ანარეკლია. ლიტერატურა ისტორიის ყველაზე მართალი მოწმეა, ყველაზე უანგარო, საიმედო შემნახველია და წიგნში წარმოდგენილი ქართული ლიტერატურის მრავალფეროვანი ნიმუშებიც უტყუარად ამეტყველებენ ჩვენს უახლოეს ისტორიულ წარსულს. ქართველი მწერლების მოთხრობები შესაძლებლობას გვაძლევენ, უშუალოდ მივადევნოთ თვალი საბჭოთა საქართველოს ისტორიის ეტაპებს, უშუალოდ ვიგრძნოთ და დავინახოთ საქართველოს ცხოვრება კომუნისტური რეჟიმის პირობებში, ამ რეჟიმის სხვადასხვანაირად გამოვლენილი ავადმყოფური ბუნება. მოთხრობების პერსონაჟთა სახეები, მათი ხვედრი მკვეთრად აღიბეჭდავს ადამიანის ბედს საბჭოთა საქართველოში. კრებულში შესულია ლეო ქიაჩელის, ნიკოლო მიწიშვილის, მიხეილ ჯავახიშვილის, კონსტანტინე გამსახურდიას, დემნა შენგელაიას, გიორგი ლეონიძის, ოთარ ჩხეიძის, რეზო ჭეიშვილის, ნოდარ დუმბაძის, გურამ რჩეულიშვილის, შოთა ჩანტლაძის, რევაზ ინანიშვილის, ჯემალ თოფურიძის, ნოდარ წულეისკირის, ჯემალ ქარჩხაძის, ვლადიმერ სიხარულიძის, ირაკლი ქასრაშვილისა და ნუგზარ შატაიძის მოთხრობები.

მსგავს კატეგორიაში

აკაკი

აკაკი

აკაკი წერეთელი

40 მარაგშია

მცურავი სამყაროს სევდა

მცურავი სამყაროს ს...

გაბრიელ ტანიე

15 მარაგშია

მოთხრობები. ნოველები. ესეები

მოთხრობები. ნოველე...

ოთარ ეგაძე

11 მარაგშია

იუმორისტული მოთხრობები და პამფლეტები

იუმორისტული მოთხრო...

მარკ ტვენი

7 მარაგშია