შექმენი შენი წიგნების მაღაზია, გახდი ბუკინისტი


გამარჯობა,


შეიძლება ითქვას, რომ ბავშვობის ოცნება ავიხდინე, სულ მინდოდა წიგნების მაღაზია მქონოდა. მე ვიცი, რომ შენც გაქვს მსგავსი ოცნება.


ბუკინისტები.გე-ზე შესაძლებელია გახდე ონლაინ ბუკინისტი და შენი წაკითხული თუ გამოყენებული წიგნები გაყიდო. ამისათვის საჭიროა საიტზე დარეგისტრირება. რეგისტრაციის შემდეგ, აუცილებლად უნდა დაადასტურო შენი ავთენტურობა იმეილის საშუალებით (სავერიფიკაციო ბმული გამოგეგზავნება ელექტრონულ ფოსტაზე რეგისტრაციისთანავე).


გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია და დააკლიკეთ მომხმარებლის მენიუს გრაფიკულ ღილაკს + “წიგნის დამატება”.


შესაბამისი ველების შევსების შემდეგ წიგნი გამოქვეყნდება საიტზე და მიენიჭება უნიკალური ბმული. ამ ბმულის გამოყენებით გასაყიდი წიგნის მეგობრებისთვის გაზიარება შეგიძლია.


წიგნი საიტზე განთავსებისას გაივლის მოდერაციას და მხოლოდ მოდერაციის გავლის შემდეგ გამოჩნდება წიგნის კატეგორიების კატალოგში და მოიძებნება საიტის საძიებო სისტემის მიერ.


სულ ეს არის საკმარისი იმისათვის, რომ შენი პირველი წიგნების მაღაზია შექმნა ინტერნეტში.


წარმატებებს გისურვებ,

კითხვების შემთხვევაში მოგვწერე